GG-სთან ახლახან შექმნილ დამათებითი განათლების ცენტრში წინასასკოლო ჯგუფი (Preschool) გაიხსნა.
07 ოქტომბერი, 2013 წ.
დღეს 5-6 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა ნოდარ სარჯველაძე- ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი.
ბატონი ნოდარი წარმართავს GG-ში სოციალური და ფინანსური განათლების კურსის დანერგვას. სოციალური განათლება ბავშვში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ანვითარებს, ისინი შეიგრძნობენ სოციალურ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რომელიც მათზე აისახება, ხოლო ფინანსური განათლება ბავშვებს გამოუმუშავებს დაზოგვის, ბიუჯეტირების და ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობის უნარებს.
07 ოქტომბერი, 2013 წ.
გამოვიდა კაპიტალური "მკურნალობიდან" ჯჯმობილი- გაზ-21. დღეს მისი მეორედი დაბადების დღეა. პირველად, 60- ანი წლების შედევრმა სინათლე იხილა 1965 წელს. თითქმის 100% გაახლებული ჯჯმობილი გვპირდება იგივე დრო "ირბინოს" დაუღლელად, თავისი ტოლ "ექიმთან" ერთად. სულ მხიარული და ბედნიერი გზა, ჩვენო სიამაყევ
(იხილეთ ფოტოგალერეაში)
06 ოქტომბერი, 2013 წ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეს მილოცვა გაავრცელოთ ყველა მასწავლებელთან. გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შემართებას, პროფესიის ერთგულებასა და მოსწავლეების სიყვარულს. გვსურს, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს ყველა მასწავლებლის მიმართ. თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ!მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით გია მამულაშვილი
06 ოქტომბერი, 2013 წ.
GG-სთან გაიხსნა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი, რომელიც ამზადებს:
- 5-6 წლის სკოლამდელებს სკოლისათვის;
- მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით;
- აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის;
- მსურველებს საერთაშორისო გამოცდებისათვის ინგლისურში;
- ასევე 6 -დან 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ქორეოგრაფიულ სტუდიაში სოფო შანავასა და ლევან ფიფიას ხელმძღვანელობით5.
მიიღება განცხადებები სხვა სპორტულ და შემოქმედებით სექციებსა და სტუდიებში.
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე:
ევროპა, GG

02 ოქტომბერი, 2013 წ.
GG-ს დირექტორის, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას ბრძანებით, გიმნაზიის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა ჯილდა ჯალაღონია..
02 ოქტომბერი, 2013 წ.
ინფორმაცია GG-ის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ მგზავრებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა
27 სექტემბერი, 2013 წ.
GG-ს დირექტორის, ბატონი ჯამბულ ნაჭყებიას ბრძანებით,
გიმნაზიის დარექტორის მოადგილედ
ეკონომიკისა და ფინანსების დარგში
დაინიშნა ცნობილი აუდიტორი -ვლადიმერ ლუკავა.
25 სექტემბერი, 2013 წ.
გუშინ GG-ში გერმანული კომპანიის „ფიუვეს“ ექსპერტმა ტესტირების აპარატურას ინსტალირება გაუკეთა. ტესტირების ავტომატიზირებული სისტემები უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და რეგულარობას, პრობლემათა დროულ დიაგნოსტირებას.
22 სექტემბერი, 2013 წ.
გილოცავთ პირველი სასწავლო წლის წარმატებულ გახსნას!
მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და ამ წარმატების თანამონაწილე გახდა.
განსაკუთრებული პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ ბატონი ინვესტორის და მისი ოჯახის მიმართ ბატონ ალექსანდრეს თავკაცობით იმ ღვაწლისთვის, რომელიც უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლების კერის დასაფუძნებლად გაიღეს.
გიმნაზიის დირექცია
21 სექტემბერი, 2013 წ.