მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეს მილოცვა გაავრცელოთ ყველა მასწავლებელთან. გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შემართებას, პროფესიის ერთგულებასა და მოსწავლეების სიყვარულს. გვსურს, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს ყველა მასწავლებლის მიმართ. თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ!მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით გია მამულაშვილი