ჯიჯიში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების განხილვის შედეგად გამოიკვეთა მიღწევები და დაისახა გასაუმჯობესებელი მოქმედებები. ამასთან დაკავშირებით ჯიჯიში პედაგოგები ატარებენ კონსულტაციებს.
01 ივლისი, 2015 წ.
დღეს ჯიჯის შემეცნებით ცენტრში გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა შემდეგი საკითხები:
1. 2014-2015 სასწავლო წლის მუშაობის ანგარიში;
2. წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენა;
3. გიმნაზიის საფასო პოლიტიკის შეჯერება;
4. მომავალი სასწავლო წლის პრიორიტეტების დასახვა.
26 ივნისი, 2015 წ.
სკოლა იფუნქციონირებს 23 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.
ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 24 ბავშვი (8 უცხოელი, 16 ადგილობრივი).
ჯგუფებს უხელმძღვანელებენ უცხოეთიდან მოწვეული ინსტრუქტორები.
დარჩენილია 6 თავისუფალი ადგილი.
24 ივნისი, 2015 წ.
პირველი კლასის მოსწავლეები, საზაფხულო განმავითარებელი სკოლის ცენტრში აქტიურად არიან ჩართული. დილა გამამხნევებელი ვარჯიშებით იწყება. შემდეგ საბავშვო ანიმაციურ ფილმებს უყურებენ.ისინი მოგზაურობენ ზღაპრებში და ქმნიან სიუჟეტურ სურათებს.
22 ივნისი, 2015 წ.
დღეს ჯიჯი გიმნაზიას საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია მეუღლესთან ქალბატონ ლუიზასთან ერთად ეწვია.
ის დაინტერესდა გიმნაზიაში განხორციელებული პროექტებითა და მიმდინარე სიახლეებით, დაესწრო მე-3 კლასელთა ღონისძიებას.
17 ივნისი, 2015 წ.
ჯიჯი ივენთ-ჰოლში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით "მე-3 კლასის კალამბურები". მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს მხატვრული კითხვით, სიმღერებით , იუმორითა და ცეკვით.
17 ივნისი, 2015 წ.
10 ივნისს ჯიჯის ინგლისური ენის პედაგოგებმა ტომ ბენოიტმა და ილონა ჰორვიტზმა ჩაატარეს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - ზმნის დროები და
ზედსართავი სახელები.
10 ივნისი, 2015 წ.
გიმნაზია ჯიჯის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ქარდავა აზროვნებასა და ზოგად უნარებში "გამჭრიახის" ოლიმპიადის 2015 წლის რეგიონული გამარჯვებული, საქართველოს მასშტაბით კი მე-3 პრიზიორია.
ამავე რეიტინგში მე-11 ადგილი გაინაწილეს გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა: ნინი ძნელაძემ და ნიკა მებონიამ
08 ივნისი, 2015 წ.
ჯიჯი გიმნაზიის მე-2 კლასელების: ანი ძაძუას, ლიზი აბშილავას, მე-4 კლასელის ელენე ქობალიას ნახატები პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორისაა.
05 ივნისი, 2015 წ.
დღეს გიმნაზიელებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კომპიუტერული ტესტირება ჩაუტარდათ. დღევანდელმა ტესტირებამ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასებში შეაჯამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნა და გამოკვეთა დიაგნოსტიკური მონაცემები.
03 ივნისი, 2015 წ.