3 ივლისს გიმნაზიის ივენთ-ჰოლში ჩატარდა სკოლამდელი ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება.
შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამუნა კიკალიშვილმა.
მან მადლობა მოახსენა სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს ნაყოფიერი გარჯისთვის.
აღმზრდელმა, ქალბატონმა სოფო ჩიტაიამ ჯიჯი ტელევიზიის მიერ მომზადებული კლიპის ფონზე მიმოიხილა გასული სასწავლო წელი, რის შემედეგაც სცენა პატარებს დაეთმო.
ახალი კოლექციის ნაირ-ნაირ ფორმაში გამოწყობილმა აღსაზრდელებმა მრავალხრივი შემოქმედება წარმოაჩინეს და მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.