ჯიჯის გიმნაზიამ მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაზე "დიდაქტა-2016" კიოლნში. სადაც გამოფენილი იყო სფეროს უახლესი მიღწევები. მსგავს გამოფენებზე იკვეთება განვითარების ტენდენციები.
24 თებერვალი, 2016 წ.
დღეს, ჯიჯიელები შეხვდნენ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენს, ბატონ ლევან კუკავას,
ის არის წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი ორ სახეობაში კარატესა და ჯიუ-ჯიცუში.
23 თებერვალი, 2016 წ.
გიმნაზიაში წახალისების ბარათები ამოქმედდა.
ჯიჯიელები სანიმუშო ქცევისთვის, მაღალი აკადემიური მიღწევებისათვის, პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის დამსახურებულ წახალისების ბარათებს მათთვის სასურველ ნივთებში ცვლიან.
22 თებერვალი, 2016 წ.
მე-8 კლასში დღეს, ფიზიკის პედაგოგმა, ქალბატონმა, ინგა შამუგიამ ჩაატარა ვირტუალური ექსპერიმენტი, თემაზე: "გამტარების პარალელური შეერთება".
19 თებერვალი, 2016 წ.
დღეს ჯიჯი გიმნაზიას საპატიო ჯიჯიელის, საქართველოს ექსპრემიერ ბატონ ოთარ ფაცაციას ორგანიზებით მსოფლიოში აღიარებული ექიმი-ტრანსპლანტოლოგი, აკადემიკოსი, მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ანზორ ხუბუტია ეწვია.
17 თებერვალი, 2016 წ.
ჯიჯის, ოჯახის ყველაზე პატარა წევრები, სარვამარტო ღონისძიებისთვის ემზადებიან.
16 თებერვალი, 2016 წ.
დღეს, მე-7 კლასში, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ქალბატონმა, ნანა ჯაბურიამ, ჩაატარა სახალისო გაკვეთილი თემაზე: "მსოფლიო ოკეანის ნაწილები".
16 თებერვალი, 2016 წ.
დღეს, ჯიჯი გიმნაზიის დირექტორმა, ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ, დირექციის წევრებთან და ტუტორებთან ერთად, გაანალიზა და შეაჯამა მშობლებთან შეხვედრის შედეგები.
15 თებერვალი, 2016 წ.
დღეს, ჯიჯი გიმნაზიაში შედგა მშობლების დიალოგი დირექტორთან, საგნის მასწავლებელბთან და ტუტორებთან.
13 თებერვალი, 2016 წ.
დღეს, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდები: " სუფთა ჟანგბადის არეში წვის რეაქციებზე".
12 თებერვალი, 2016 წ.