ჯიჯის გიმნაზიამ მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაზე "დიდაქტა-2016" კიოლნში. სადაც გამოფენილი იყო სფეროს უახლესი მიღწევები. მსგავს გამოფენებზე იკვეთება განვითარების ტენდენციები.
ჯიჯის ადმინისტრაცია მაქსიმალურად იყენებს დამფუძნებლის მხარდაჭერით შექმნილ შესაძლებლობებს, რათა პირველ რიგში ჯიჯიში დაინერგოს ინოვაციები.
წელს გამოფენაზე ჯიჯის წარმოადგენდა, გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მიმართულების ხელმძღვანელი, ფიზიკის ექსპერტი ბატონი ალექსანდრ გუშჩინი.
ის უკვე დაბრუნდა კიოლნიდან. პარასკევს 12 საათზე დაგეგმილია ვიზიტის ანგარიშის მოსმენა დირექციასა და მასწავლებელებთან შეხვედრაზე.