ჯიჯი გიმნაზიის პედაგოგებს დღეს, გიმნაზიის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი, ბატონი, ალექსანდრე გუშჩინი შეხვდა.
საერთაშორისო ექსპერტმა კოლეგებს, ერთგვარი ანგარიშის სახით, ქალაქ კიოლნში გამართულ საგანმანათლებლო გამოფენა - "დიდაქტა-2016"-ზე, ინფორმაცია მიაწოდა. აგრეთვე, ექსპერტმა ისაუბრა, საერთაშორისო ღონისძიების მიზნებსა და გამოწვევებზე, და მასში, ჯიჯი გიმნაზიის მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. წარმოდგენილი - 793-მდე, ექსპონატის მეშვეობით, საზოგადოებამ, განათლების სფეროში შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ შეიტყო.
საგანმანათლებლო, ულტრათანამედროვე, დიდაქტიკური მასალების საერთაშორისო გამოფენა, ყოველწლიურად, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში იმართება.