error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ხუმრობების გვერდი
06 აპრილი, 2015 წ.
ისტორიის გაკვეთილზე
სკოლაში - სამოქალაქო ომი იყო 1812 წელს - ხოო?! იქნებ განმარტო? - რუსეთის მოქალაქეები საფრანგეთის მოქალაქეებს ებრძოდნენ.
26 აპრილი, 2014 წ.
Tengiz
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი აპირებს სხვა ქალაქში კონფერენციაზე გამგზავრებას მატარებლით. ფიზიკოსებმა, როგორც წესია, აიღეს თითო ბილეთი კაცზე, ხოლო მათემატიკოსებმა ერთი ბილეთი სამივეზე. ფიზიკოსებმა გაოცება ვერ დამალეს - ეს როგორ? ერთი ბილეთით სამი კაცი როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა მიუგეს - თქვენ ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი". როდესაც მატარებელში ჩასხდნენ, ფიზიკოსები ინტერესით აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ დაიძვრენდნენ მათემატიკოსები თავს. მათემატიკოსებმა, გამცილებლის შემოვლის წინ, სამივემ თავი მოიყარა ტუალეტში. როდესაც გამცილებლმა კარზე დააკაკუნა, ერთმა ბილეთი გამოაწოდა და კარი ისევ მიიხურა. გამცილებელი წავიდა. ჩატარდა კონფერენცია. ბრუნდებიან უკან. ფიზიკოსებმა, ფრთაშესხმულებმა მიღებული გამოცდილებით, ერთი ბილეთი შეიძინეს სამივეზე, მათემატიკოსებმა - არც ერთი. გაოცებული ფიზიკოსები ეკითხებიან ასე როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა უპასუხეს: "ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი"". ჩასხდნენ ვაგონში. ფიზიკოსები ჩაიკეტნენ ვაგონის ერთ ტუალეტში, მათემატიკოსები - მეორეში. ერთი მათემატიკოსი მივიდა ფიზიკოსებთან და კარებზე დააკაკუნა. ფიზიკოსებმა კარი გამოაღეს და ერთი ბილეთი გადმოაწოდეს. მათემატიკოსმა ბილეთი გამოართვა და თავისიანებთან დაბრუნდა. მორალი: ნუ გამოიყენებ მეთოდს, თუ მისი არსი არ გესმის ბოლომდე.
29 მარტი, 2014 წ.
რუსლანი
ვირი
მიხოს შვილი უცხოეთში იყო წასული სასწავლებლად. უკან დაბრუნებულს მამა ეკითხება: – აბა, შვილო, რა ისწავლე? – ცხოველების ენა ვისწავლე. – ყველა ცხოველის გესმის? – ეჭვით ჰკითხა მიხომ. – ხო, ყველასი. ამ დროს ძროხამ დაიზმუვლა. – რაო რა მინდაო? – შეეკითხა მიხო შვილს. – ახალი ბალახი მინდაო. მერე ცხენმაც დაიჭიხვინა. – ეგ რაღას ამბობს? – აქ მცხელა და ჩრდილში გადამაბითო. უცებ ქათამმა ატეხა კაკანი. – ეს კიდე წუხს, ეს რამოდენა კვერცხი დავდეო – აღარ დაელოდა შვილი მამის კითხვას. იქვე, ახლოს მეზობლის ვირმა მორთო ყროყინი. – შვილო არ დაუჯერო, არ დაუჯერო იტყუება მა ვირი))))))
29 მარტი, 2014 წ.
რუსლანი
თოხენტო
მშობლები გაუშვებენ შვილს იტალიაში სასწავლებლად და რამდენიმე წლის მერე შვილი დაბრუნდება. - აბა შვილო!! ისწავლე რამე? - კი მამიკ - აბა როგორ იქნება სკამი? - «სკამენტო» - სტოლი? - «სტოლენტო» - ეეე, შვილო!!! აბა მოკიდე ხელი "თოხენტოს" და ჩადი ისევ «ყანანტოში».
28 ნოემბერი, 2013 წ.
ისევ სვანზე
სვანი შევიდა წიგნების მაღაზიაში და კონსულტანტ გოგონას ეკითხება: – წიგნი მინდა, ეშმაკ და გონებაგამჭრიახ სვანებზე. – ბოლოში მიბრძანდით და იქ მოძებნეთ, ფანტასტიკის განყოფილება იქაა.
07 სექტემბერი, 2013 წ.
Nika
Chineli
ჩინელს უყვებიან ანეგდოტს სვანებზე: "სვანი ცოლ-ქმარი ლაპარაკობენ: ვერ გამიგია გვეძახიან ეგეთებს" და მაგიდაზე აკაკუნებს. ცოლმა თქვა კარზეა ვიღაცაო. ქმარმა მე გავაღებო. ვინც ყვება კვდება სიცილით. ჩინელმა კი იკითხა-კარებზე ვინ იყოო??)))
19 აპრილი, 2013 წ.
luka
hxubi bavshvze
ბავშვი შედის პატრულთან ოთახში და ეუბნება: პატრულო მამაჩემს ცემენო. პატრულმა უთხრა: წამო აბა მიჩვენე რომელი არის მამაშენი? - რა ვიცი ზუსტად მაგას არკვევენ.
23 მარტი, 2013 წ.
ჯჯ
სკოლაში
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება: – მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა. – რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება? – მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.
23 მარტი, 2013 წ.
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება: – მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა. – რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება? – მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.
09 JANUARY, 2013 წ.
Klaus
თოვლის ბაბუას
წერილი თოვლის ბაბუას - 'იქნებ შარშან არასწორად მოგწერე, Porshe.....'
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.