error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ხუმრობები
პრეზიდენტობა
უკაცრავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა? - დიახ. - პრეზიდენტობა მინდა! - გიჟი ხარ? - ეგ აუცილებელი მოთხოვნაა?
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ლელა კვირტია
არც თუ ისე შეგნებულ ასაკში წილად მხვდა ბედნიერება, უშუალოდ გავცნობოდი თანამედროვების უდიდეს კლასიკოსებს. მარტოდენ ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის დასახელებაც საკმარისია... საბედნიეროდ, შევხვედრივარ ბევრ სხვა არანაკლებ საინტერესო, ნაკლებად ცნობილ ავტორებსაც, რომლებიც ბიბლიური იაკობის მსგავსად ტოლს არ უდებენ მხატვრული შემოქმედების კორიფეებს. ,,არც თუ ისე შეგნებულ ასაკში...“ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალზე ახალგაზრდას არ ძალუძს მთელი სისავსით გაისიგრძეგანოს მათი მნიშვნელობა... ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელახლა აღმოაჩენ, პოულობ და ასე სულგაოცებული რჩები .... თუმცა არ მტოვებდა შეგრძნება მადლისაც, რასაც ასე უხვად ასხივებდა თითოეული მათგანი, შეგრძნება იმისა, რომ შემოქმედების ტაძარში აღსარებაზე მისული მრევლი ვიყავი. და მათ წინაშე თავმდაბლობის რჩეული ოქრო-დუმილით ვირინდებოდი... და მაინც არ ძალმიძს, ,,არა მიფლობს დუმილად“... ალბათ, ამიტომაც გავხდი ლიტერატურათმცოდნე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი . 26 მარტს , მერგო ყველა ნამდვილი მკითველისთვის უდიდესი პატივი, მისივე იუბილეზე შევხვედროდი შემოქმედს, რომლმაც წითელი ბნელეთის შემდეგ, ქართული ცნობიერება თავისი გმირის, უძღები შვილის მსგავსად ბიბლიურ საწყისს დაუბრუნა. და ჩვენს, ასევ ვთქვათ, საგანმანათლებლო კარცერ-ლუქსს თანამედროვეობის მართლაცდა ხელთუქმნელი ძეგლი ,,სამოსელი პირველი“ შეემატა. შეხვედრამდე ვნერვიულობდი, რადგან ჩვენი პატარა ჯიჯიელები ჯერ ,,მისალოცები“ არიან, ისინი ჯერ ვერ შეეჭიდებოდნენ ამ შედევრს... განვიცდიდი იმასაც, როგორ მოხდებოდა კლასიკასთან ბავშვების ზიარება... მაგრამ შეხვედრის პირველივე წუთიდან ბატონმა გურამმა ისეთი საოცარი, შემოქმედებითი აურა შემოიტანა, რომ ჯიჯის მკითხველთა კლუბი უმალ იქცა ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროდ. ჩვენი მოსწავლეები ეკითხებოდნენ, ესაუბრებოდნენ ლიტერატურასა და მისდამი ძლიერ სიყვარულზე. გაქრა დრო, სივრცე და მთელი სხივოსნებით კვლავ ვიგრძენი ნაცნობი ღვთისნიერი თავმდაბლობიდან აღმოცენებული სიყვარული და თავისუფლება, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ... და როცა ჩემი მოსწავლეების გაცისკროვნებულ თვალებს შევხედე, მივხვდი, რომ ისინიც, შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც იმასვე გრძნობდნენ. და მე ბედნიერი ვიყავი, რომ ძლიერ მიყვარს ლიტერატურა; ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემმა მოსწავლეებმა, რუსთველს რომ დავესესხო, სამება ,,გრძობა, გული და გონება“ მიაპყრეს თანამედროვეობის უდიდეს შემოქმედს ბატონ გურამ დოჩანაშვილს. უღრმესი მადლობა და მოწიწება მას... რომ ლიტერატურის ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს და მისდამი სიყვარულს აღგვიძრავს.
28 მარტი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.