error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ხუმრობები
სკოლაში
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი მამას ეუბნება: – მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში პატარა მშობელთა კრებაა. – რას ნიშნავს – პატარა მშობელთა კრება? – მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით მხოლოდ.
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
სოფიკო ჩიტაია
სოფიკო ჩიტაია
ბოლო რამდენიმე დღეა, ჯიჯიში პრეზენტაციისთვის ვემზადები თემაზე: “თანამედროვე აღზრდა”. თემა იმდენად სპეციფიურია ვცდილობდი სიფრთხილე დამეცვა და ძალიან ბევრი მასალა მომეძიებინა, რაც რა თქმა უნდა პრეზენტაციისთვის გამომადგებოდა. სწორედ ინტერნეტში “ჩხირკედელაობისას” წავაწყდი ერთ-ერთი მოზარდის თხზულებას, რომლის წაკითხვამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. გადავწყვიტე თქვენამდე შეუცვლად მომეტანა და რუბრიკა: “ხმამაღალი ფიქრები” -ში ჯიჯის PR სამსახურის დახმარებით გამომექვეყნებინა.

“დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დავალებად მისცა დასაწერად თავისუფალი თემა იმის შესახებ, რა უნდოდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინათ მათთვის. საღამოს, როცა ამოწმებდა დავალებებს, იგი ერთ-ერთ თემას გადაეყარა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ამ დროს შემოვიდა მისი ქმარი და დაინახა თუ როგორ ტიროდა.
"რა მოხდა" - ჰკითხა ქმარმა.
"წაიკითხე" - უპასუხა მან და ერთ-ერთი მოსწავლის თემა გაუწოდა.

"ღმერთო, დღეს მე შენ რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო: გადამაქციე ტელევიზორად. მე მინდა მისი ადგილი დავიჭირო. მინდა ისევე ვცხოვრობდე, როგორც ტელევიზორი ჩვენს სახლში. მქონდეს განსაკუთრებული ადგილი და მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბებოდეს. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ საუბარს, არ სვამდნენ კითხვებს, როცა ვლაპარაკობ. მინდა ვიყო ყურადღების ცენტრში. მინდა მამა ჩემთან ატარებდეს დროს, როცა სახლში დაბრუნდება, თუნდაც დაღლილი. რომ დედა, ჩემი იგნორირების ნაცვლად, ჩემთან მოდიოდეს, როცა მარტო რჩება და მოწყენილია. მინდა, რომ ზოგჯერ მაინც ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გვერდით გადადონ და ჩემთან ერთად გაატარონ დრო. ღმერთო, ბევრს არ გთხოვ.. მინდა ვცხოვრობდე ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი ტელევიზორი."

"საშინელებაა! საწყალი ბავშვი!" - თქვა მასწავლებლის ქმარმა. - "ასეთი რა მშობლები ჰყავს?!"
"ეს ჩვენი შვილის თემაა.." - უპასუხა აცრემლებულმა.

პ.ს. ზოგიერთი წერილი სწორედ ცხოვრების მიმოხილვას ჰგავს…
7 თებერვალი 2016 წ
06 თებერვალი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.