დღეს ჯიჯიში გაიხსნა მედია-ლაბორატორია - სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც მოსწავლეები თავად შექმნიან მედია-პროექტებს, თავადვე მოახდენენ საკუთარი იდეების განხორციელებას.
მედია-ლაბორატორია საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს შეისწავლოს ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის, რეჟისორის, სცენარისტის პროფესიების საფუძვლები. ბავშვების მიერ შექმნილი მედია პროდუქტის პრეზენტაცია პერიოდულად ფართო აუდიტორიის წინაშე მოხდება. ლაბორატორია იზრუნებს მოსწავლეთა ინფორმირებულობაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაზე. მედია-ლაბორატორიას უხელმძღვანელებენ კვალიფიციური ჟურნალისტები, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მოსწავლეთა პროფესიული დონის ამაღლებას.