error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
თამაშით სწავლება
თამაშით სწავლება
თამაშით სწავლებას პედაგოგიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამ დროს მოსწავლე მეტი ინტერესით ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, უჩნდება მოტივაცია, უფრო ადვილად და ხალისით სწავლობს.
დღეს , ალ. ღურწკაიას გიმნაზიაში, მათემატიკის მასწავლებელმა მაკა აკობიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე მეთოდურ დარგში ბატონი თენგიზ ჩაკაბერია.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებით იყო გამდიდრებული. გაკვეთილზე ბავშვებმა დააზუსტეს თავიანთი წარმოდგენები გეომეტრიულ ფიგურებზე.გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა სავარჯიშოების,ჯგუფური მუშაობის,ტესტური ამოცანების შესრულების დროს ბავშვებმა გამოავლინეს აღქმის, შექმნის,შედგენის უნარ-ჩვევები,გონებრივი შესაძლებლობები,სისხარტე,ნიჭიერება და სწრაფი ანგარიშის უნარები.ბავშვების მიერ გაკვეთილზე აღებულმა მათემატიკურმა „ესტაფეტამ“ მიზანს წარმატებით მიაღწია. www.gg-school.gewww.gg-school.ge

13 ივნისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.