ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯის ივენთ ჰოლში მუსიკის მასწავლებელმა ქალბატონმა ლალი ლაცაბიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მუსიკაში. ჯიჯის გუნდის წევრები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ სოლო და გუნდური ნომრებით.ასევე შესრულდა რამდენიმე ნომერი როიალზე.
კონცერტის ბოლოს ჯიჯის მოსწავლეებმა და მშობლებმა შეასრულეს ქალბატონი ლალი ლაცაბიძის საავტორი სიმღერა "სულის საგალობელი".
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.