სემინარის მუშაობაში დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ქალბატონ თამარ სანიკიძის, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ბატონ ლევან შონიას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბატონ არჩილ ფრანგიშვილის, რეგიონის თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა წარმომადგენლების მონაწილეობა.
სემინარს, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, დაესწრებიან რეგიონის სკოლების დირექტორები და საბუნებისმეტყველო დისციპლინების პედაგოგები.
ღონიძიების მსვლელობისას იგეგმება ხელმოწერა სტუსა და ჯიჯის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც მიზნად ისახავს საინჟინრო-საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოსწავლეთა დაინტერესების განვითარებისათვის პირობების ფორმირებასა და პროფესიულ თვითგამორკვევაში ხელშეწყობას.
ნიშანდობლივია, რომ სტუს მეცნიერთა საუკეთესო მიღწევები დაინერგება ჯიჯის საქმიანობაში. გიმნაზია იქცევა ინოვაციური კვლევების ლაბორატორიად და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს რეგიონის სკოლებს. ჯიჯის თანამედროვე აღჭურვა შესაძლებლობას აძლევს მას გახდეს ბაზა სამეცნიერო საქმიანობისათვის.