დღეს 31 მაისს რუსული ენის მასწავლებელმა ქალბატონმა ელისო ხურცილავამ 5-6 კლასებში ჩაატარა საპროექტო კლასგარეშე გაკვეთილი თემაზე “მეკობრეები და მეკობრეობა“.
მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყო ენობრივ მასალაზე დაკვირვებით, კერძოდ ისაუბრეს ზმნის წარსულ დროზე. პარალელი გაავლეს ქართულ და ინგლისურ ენებთან. შემდეგ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს წააკითხა კლასგარეშე ლირეტატურიდან ტექსტი „Кто такие пираты и когда они жили“. პარალელურად ბავშვებმა კონტექსტურად ახსნეს უცნობი სიტყვები. ინდივიდუალურად იმუშავეს კომპიუტერებთან და მოამზადეს თემასთან დაკავშირებული პრეზენტაციები სლაიდ-შოუს სახით.
31 მაისი, 2014 წ.