26 მაისს „ჯიჯი“ - გიმნაზიაში პედაგოგების ჯგუფმა სასწავლო-მეთოდურ დარგში დირექტორის მოადგილის თენგიზ ჩაკაბერიას ფასილიტაციით დაიწყო ტრენინგების ციკლი. ტრენინგის თემა: „სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები“. მისი პირველი ნაწილი გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს მასწავლებელთა მიერ სწავლების ეფექტური სტრატეგიების გამოყენების საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ერთმანეთთან და სტრატეგიების არსენალის შევსებას, მიზნად ისახავს სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების ბანკის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მასწავლებლისთვის. ბანკში თავმოყრილი იქნება ინფორმაცია სხვადასხვა სტრატეგიების შესახებ. კერძოდ, მეთოდებისა და სტრატეგიების ჩამონათვალი, მათი განხორციელების ალგორითმი, გაკვეთილის რომელ ფაზაზე შეიძლება მისი გამოყენება, რომელი უნარის (უნარების) განვითარებას უწყობს ხელს, რა დადებითი მხარე აქვს ამა თუ იმ მეთოდს, რა საფრთხეებს შეიცავს და როგორ შეიძლება აცილებულიქნას ეს საფრთხეები. ინფორმაცია ორგანიზებული იქნება შესაბამის ცხრილში. პედაგოგები სავარჯიშოებზე მუშაობით გამოსცდიან თითოეულ მეთოდს და გაანალიზებენ მას ყველა კუთხით, შეაჯერებენ მოსაზრებას და საბოლოო ინფორმაცია თავს მოიყრის ზემოხსენებულ ბანკში. დღეს მათ მიერ განხილულიქნა ოთხი სტრატეგია: „პრიორიტეტების ცხრილი“, „გონებრივი იერიში“, „გამოტოვებული სიტყვები“ და „სიტყვათა ჯაჭვი“. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტრენინგის მომდევნო ეტაპებისთვის დაინიშნოს პარასკევი დღე.