მასწავლებლები ინდივიდუალურად შეხვდნენ თითოეულ მშობელს და გააცნეს მოსწავლეთა წლიური შედეგები.
შეხვედრის ბოლოს დირექციის წევრებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, განიხილეს საზაფხულო სკოლის დეტალები. გიმნაზიამ მშობლებს შესთავაზა პროგრამები ქართულში, უცხო ენაში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში. მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება , რომ საზაფხულო სკოლაში მეცადინეობა და შემოქმედებითი აქტივობები განხორციელდება პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე.