დღეს მეორე კლასში ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნათია გვილიამ ჩაატარა სადემონსტრაციო გაკვეთილი თემაზე ,,ჩემი ოჯახი’’ . გაკვეთილი მიზნად ისახავდა ოჯახის საერთაშორისო დღის აღნიშვნას; ავთენტური სწავლების ხელშეწყობას;
მოსწავლეებმა შეადგინეს ამ თემაზე ასიოციაციური ჯაჭვი. საინტერესო იყო მათთვის სიმბოლურ ნახატზე ,,ოჯახის ხე’’ - საკუთარი ოჯახის წევრების სახელების დაფიქსირება და კლასის წინაშე წარდგენა. საკვანძო სიტყვების გამოყენებით შექმნეს ტექსტი ,,ჩემი ოჯახი’’. ეს ნამუშევრები განათავსეს საკლასო კედლის გაზეთზე ,,მე მიყვარს ჩემი ოჯახი’’.
16 მაისი, 2014 წ.