ჯიჯის შემეცნებითი ცენტრი ძალიან დატვირთული და ცოცხალი, მაგრამ ამავე დროს ჩუმი ზონაა. რომელ კუთხეშიც არ უნდა გაიხედო - ყველგან საქმიანი სიტუაციაა. ერთგან პედაგოგები სწავლა/სწავლების პროცესთან დაკავშირებულ ნიუანსებზე მსჯელობენ. აქვე ახლოს კოლეგები ინტეგრირებულ გაკვეთილებს გეგმავენ. ბიბლიოთეკის თაროებთან ბავშვები აქტიურობენ და სხვადასხვა საკითხავ წიგნებს ირჩევენ. ჯიჯის შემეცნებითი ცენტრი ღია და მიმზიდველი სივრცეა გიმნაზიის ნებისმიერი წევრისთვის. გვესტუმრეთ!!!
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.