დღეს ბუნების მასწავლებელმა ქალბატონმა - ნინო ჭიჭინაძემ, მეხუთე კლასელებს ჩაუტარა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „ ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა“.
მოსწავლეები აქტიურად მსჯელობდნენ თითოეული ადამიანის როლზე გარემოს დაცვის საკითხებში. გამოავლინეს ელემენტარული წესების ცოდნა. ისაუბრეს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოყენების აუცილებლობაზე.
ჯიჯის პატარა ეკოლოგებმა გაანალიზეს ადამიანების გარემოზე უდიერი დამოკიდებულების შემთხვევები, სმარტ დაფის მეშვეობით უყურეს დოკუმენტურ ფილმს „ადამიანი და გარემო“ და გამოიტანეს ადეკვატური დასკვნები.