error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
gg -მათემატიკა
gg -მათემატიკა
„ჯიჯი - გიმნაზიის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს პროგრამული მასალა და სასწავლო წლის ბოლომდე შესწავლილი მასალის გამეორებით, რიცხვთა თვისებების კვლევებითა და ამოცანათა ამოხსნის სხვადასხვა ხერხების დაუფლებით დაკავდებიან. ამ გეგმის შესაბამისად, დღევანდელ გაკვეთილზე მათემატიკის მასწავლებელმა ბატონმა თენგიზ ჩაკაბერიამ 3-ზე გაყოფადობის ნიშნის აღმოჩენის მიზნით ჩაატარებინა კვლევა. კვლევას დამოუკიდებლად აწარმოებდა ორი ჯგუფი. ჯგუფებს მიეწოდათ კვლევის ინსტურქცია და კვლევის შედეგების ასახვის ფურცლები. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინსტრუქციის სწორად გაგების, რიცხვების თვისებებზე მარტივი კვლევის, კანონზომიერების აღმოჩენისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარების განვითარებას. დავალება არც ისე მარტივი აღმოჩნდა ბავშვებისთვის, მაგრამ მასწავლებლის მცირე დახმარებით მათ შეძლეს დასრულებული სახე მიეცათ კვლევისთვის.
ჯგუფებმა ნამუშევრები შეაჯერეს და ერთობლივად ჩამოაყალიბეს 3-ზე გაყოფადობის ნიშანი. რამდენიმე მაგალითზე მოსინჯეს კიდეც რამდენად სწორად მუშაობდა იგი.
გაკვეთილის ბოლოსთვის ბავშვები დაღლილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მიზანი მიღწეულ იქნა.





08 მაისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.