გიმნაზიელები ეჩვევიან თვითმომსახურების წესებს. ამისათვის ჯიჯის კვების ბლოკში ტარდება კულინარიული გაკვეთილები.გიმნაზიის კვების ბლოკის მენეჯერმა ქალბატონმა მონიკა ლაგვივავამ, ჯიჯის მეოთხე კლასელებს საშუალება მისცა თავიანთი კულინარიული შესაძლებლობები მოესინჯათ მზარეულის პროფესიაში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პურის ცხობის პროცესში. ასევე მზარეულების დახმარებით ისინი გაუმასპინძლდნენ მასწავლებლებსა და თანატოლებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.