ჯიჯის პირველკლასელები უკვე ინგლისურ ენაზე საუბრობენ საკუთარ და მეგობრთა შესაძლებლობლებზე შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით.
მოსწავლეებმა თავდაპირველად ჭკვიანი დაფის საშუალებით ნახეს და მოისმინეს ანიმაციური ვიდეო კლიპი. შემდეგ კი გამოცნობის ხერხების გამოყენებით ცოცხალ საკომუნიკაციო სიტუაციაში მოახდინეს ახალი კონსტრუქციების რეალიზება. მოგვიანებით კლასი ოთხ ჯგუფად დაიყო და მოსწავლეები როლურ თამაშში ჩაერთნენ.
გაკვეთილის ბოლოს კი საუკეთესო იმიტატორები გამოვლინდნენ.