GG-ს მათემატიკის მასწავლებელმა ქალბატონმა მაკა აკობიამ პირველ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი.
ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ მასწავლებლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რიცხვების გამოცნობაში, თვლაში, ამოცანების ამოხსნასა და გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაში.
მასწავლებელმა სასწავლო პროცესში გამოიყენა ვიდეო მასალები. გაკვეთილზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.