error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სადამრიგებლო საათი
სადამრიგებლო საათი
დღეს მეხუთე -მეექვსე კლასებში დირექორის მოადგილემ აღმზრდელობით დარგში ელისო რაფავამ და დამრიგებელმა ლელა კვირტიამ ჩაატარეს სადამრიგებლო საათი თემაზე: პიროვნული და მორალური განვითარება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ პიროვნულ თვისებებზე, შეცდომებზე და თანატოლებთან ურთიერთობაზე. მასწავლებელმა აუხსნა რა განსხვავებაა ტყუილსა და ფანტაზიას შორის და რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილს. ბავშვებმა გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები და იმსჯელეს შედეგების გააზრების მნიშვნელობაზე. ბავშვებს დაურიგეს მიზნობრივი ტექსტი და როლური თამაში შესთავაზეს. თითოეული ბავშვი ყვებოდა შინაარს პერსონაჟის პოზიციიდან. მსმენელები კითხვებს უსვამდნენ მთხრობელ „პერსონაჟს“. ამ დავალებამ ხელი შეუწყო ტექსტში დასმული პრობლემების ამოცნობასა და ჩამოყალიბებას, ასევე, იმის განსაზღვრას, თუ როგორაა ეს პრობლემები ტექსტში და სინამდვილეში გადაწყვეტილი.
მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე შემდეგი სადამრიგებლო საათი ჩატარდება თემატიკით: მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება.



08 მაისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.