ჯიჯის დირექტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ ჩაატარა მორიგი თათბირი.
თათბირს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილეები და პედაგოგები, სადაც განიხილეს ჩატარებული ღონისძიებები, ღია გაკვეთილები და განხორციელებული პროექტები.
აღნიშნულ საკითხებზე ღია მსჯელობამ ჯიჯის გუნდს საშუალება მისცა ობიექტურად შეეფასებინა არსებული მდგომარეობა და დაესახა სამომავლო გეგმები.