ჯიჯი-ს შემოქმედებითი ცენტრის სარეპეტიციო დარბაზში ტარდება ქართული ხალხური ცეკვების გაკვეთილები. ქორეოგრაფი ქალბატონი სოფიო შანავა გიმნაზიელებს ასწავლის ქართული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ბალეტის ილეთებს. ბავშვები ხალისით ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. მასწავლებელი იყენებს სენსორულ ეგრეთ წოდებულ სმარტ დაფას, რათა ბავშვებმა უყურონ ვიდეო მასალებს ცნობილი ქორეოგრაფების მონაწილეობით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.