error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სტატუსი №1 - მშობელი
სტატუსი №1 - მშობელი
ჯიჯი ინოვაცია - მშობელთა ოთახი. ამ ოთახით ჯიჯი აკეთებს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მშობელი და მისი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. გიმნაზიის ერთი უმთავრესი მიზანია მოსწავლეების მშობლებთან თანამშრომლობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას.
ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიაში ფუნქციონირებს მშობელთა დარბაზი, მშობლებს შეუძლიათ მონიტორების საშუალებით უყურონ საგაკვეთილო პროცესს და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით ღონისძიებათა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა.
დირექტორის მოადგილე მშობელთა ურთიერთობის დარგში, ქალბატონი ელისო რაფავა ატარებს შეხვედრებს მშობლებთან, ითვალისწინებს მათ აზრს, გაზიარებულ გამოცდილებას.
გიმნაზიისა და მოსწავლის მშობლის ურთიერთთანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.



www.gg-school.gewww.gg-school.ge
29 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.