2014 წლის 26 აპრილი ლამაზად ჩაეწერება „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯი“-ს ისტორიაში. რადგანაც ამ დღეს საზემოდ გაიხსნა ჯიჯი ივენთ ჰოლი-საკონცერტო დარბაზი, რომელიც თავისი მაშტაბებით უდიდესია დასავლეთ საქართველოში და აღჭურვილია განათებისა და გახმოვანების უახლესი სისტემით.
დარბაზიის ინტერიერი შთამბეჭდავად არის მოხატული და მის კედლებზე გამოსახული ისტორიული თუ კულტურული ძეგლები სიმბოლურად ერთიან საქართველოს ასახავს.
ღონისძიებაზე მოსული ოფიციალური სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ: „ეს საოცრებაა“! ამ საოცრების შემქმნელი კი გიმნაზიის დამფუძნებელი და მესაკუთრე ბატონი ჯიმშერ ღურწკაიაა. სწორედ მისი იდეის ხორცშესხმული ნაყოფი იხილა 26 აპრილს ფართო საზოგადოებამ. ღონისძიებას სტუმრობდნენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, გამგეობის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და სხვა გიმნაზიის მხარდამჭერი ორგაზისაციების წარმომადგენლები.ასევე გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები.
ღონისძიება გაიხსნა ჯიჯი-ს ჰიმნით, რომელიც შეასრულა ცნობილმა მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად. შემდეგ კი სტუმრებს სიტყვით მიმართა მესაკუთრემ ბატონმა ჯიმშერ ღურწკაიამ. მან ძალზე საინტერესო ფორმით მოუთხრო საზოგადოებას გიმნაზიის შექმნის ისტორია დაწყებული იდეის წარმოშობიდან დღევანდელ დღემდე. ამ ისტორიაში მან თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ საქმეში. შემდეგ მესაკუთრემ სიტყვა გადასცა გიმნაზიის დირექტორს ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას, რომელმაც თავისმხრივ მადლობა მოახსენა მესაკუთრეს ბატონ ჯიმშერ ღურწკაიას საქართველოში საერთაშორისო ხარისხის ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის. აღნიშნა ,რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ხელისუფლებისა და საზოგადოების მხარდაჭერით.
საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ხელისუფლებისა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა დათო კოდუამ და დარეჯან გაბედავამ. მათ საზოგადოებას მიულოცეს ასეთი მაღალი დონის სასწავლებლის გახსნა ზუგდიდში.
ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა და სიტყვით გამოვიდა ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ტექნიკური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი დონის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ბესარიონ მესხი. ამით დასრულდა ღონისძიების პირველი ნაწილი და სტუმრები ვახშამზე მიიწვიეს.
ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს მოწვეულმა ვარსკვლავებმა: ნოდიკო ტატიშვილმა, თიკა ჯამბურიამ, ნანა ჩიკავამ, მარიამ ელიაშვილმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა“ ჩელა“, ნია კვარეცხელიამ, თიკო ჯღარკავამ, გიმნაზიის სკოლამდელი განათლების ცენტრის აღსაზრდელებმა და მოსწავლეებმა.
საზეიმო ცერემონიალი ერთხმად შესრულებული ჯიჯი ჰიმნით დასრულდა.