აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის თემატიკას მიეძღვნა ჯიჯის პირველკლასელთა სატელევიზიო გადაცემა იმპროვიზირებულ ინგლისურენოვან «GG TV»-ის ეთერში.
პატარა რეპორტიორებმა, ინგლისურად მისალმებისა და საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ინგლისურად უამბეს «GG ტელემაყურებლებს» (საკუთარკლასელებს) სააღდგომო ფერადი კვერცხების შესახებ. აქტიურად გამოიყენეს შესაბამისი ლექსიკური ერთეულები, სათანადო ენობრივი კონსტრუქციები. იმიტირებული გადაცემა დღის ამინდის პროგნოზსაც კი მოიცავდა.