error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-"ცხოვრება"
GG-"ცხოვრება"
დღეს მათემატიკის მასწავლებელმა თენგიზ ჩაკაბერიამ მეხუთე კლასში ჩაატარა საინფორმაციო გაკვეთილი. მოსწავლეებმა მასწავლებლისგან შედარების სხვადასხვა შემთხვევებსა და თითოეულ შემთხვევაში გამოსაყენებელი ალგორითმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ინფორმაცია წარმოდგენილი იყო სლაიდებით, სადაც ჩაწერილი იყო ტოლმნიშვნელიანი, არატოლმნიშვნელიანი წილადებისა და შერეული რიცხვების შედარების ალგორითმი შესაბამისი ნიმუშებითა და დავალებებით.
მათ წყვილებში გაიაზრეს ალგორითმი, გაარჩიეს ნიმუშები და შემდგომ ინდივიდუალურად შეასრულეს დავალებები. თვითონვე შეამოწმესმეწყვილისნამუშევარი და შეცდომების აღმოჩენისას, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა შეძენილი ცოდნისა და უნარების განზოგადება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეს სათანადო ალგორითმები.
საბოლოოდ, მოსწავლეები საკუთარი მიღწევებით კმაყოფილები დარჩნენ, რაც იძლევა საფუძველს, რომ საშინაო დავალებებზე მუშაობით განიმტკიცებენ შეძენილ უნარებს.


www.gg-school.ge



15 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.