error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG- სასწრაფო დახმარება-ტრენინგი
GG- სასწრაფო დახმარება-ტრენინგი
5 აპრილს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში მოსწავლეებს ჩაუტარდათ სასწავლო გაკვეთილი - პირველი დახმარების მეთოდები. პროცესში აქტიურად ჩაერთო კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი მედეა ჯალაღონია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ექიმმა აუხსნა მოსწავლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობა მისი შემდგომი ბედი ხშირად გვერდით მყოფთ არასწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.
თეორიული ნაწილის შემდეგ ბავშვებს პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარდათ. დავალების დროს თითოეული მოსწავლე იყო აქტიური და ყურადღებიანი.

www.gg-school.ge
08 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.