error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ვიზიტის შესახებ
ვიზიტის შესახებ
გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ქალბატონმა ნათია კვარაცხელიამ სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს გერმანიაში ვიზიტის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაში დეტალურად იყო განხილული ვიზიტის მიზნები, მიმდინარეობა და შედეგები. ხაზი გაესვა იმას რომ ევროპაში გასვლა გიმნაზიის დამფუძნებლის და მესაკუთრის საგანმანათლებლო პოლიტიკის საფუძველზე მოხდა. ამ მიდგომის მთავარი პრინციპი მსოფლიოში არსებული საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკისა და ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა, გაზიარება და დანერგვაა. ამ მიზნით წლის დასაწყისში შანხაის მაღალრეიტინგილ საერთაშორისო სკოლებში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ,“ ჯიჯი“ – მ გეზი ევროპისკენ აიღო. ვიზიტი მიზნად ორ ძირითად ამოცანას ისახავდა: სკოლოს წარმომადგენელთა ყოფნას განათლების გამოფენაზე „დიდაქტიკა“ და მეორე შტურდგარტის საერთაშორისო სკოლაში სტუმრობას.

პრეზენტაციამ თვალნათლივ წარმოადგინა ვიზიტის შედეგები და გამოკვეთა გიმნაზიაში დასანერგი რამდენიმე სიახლე.

www.gg-school.gewww.gg-school.ge
05 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.