error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-ტრენინგი
GG-ტრენინგი
4 აპრილს GG -ში ჩატარდა სემინარი ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებისთვის. მათ მიეცათ საშუალება...... გაცნობოდნენ თანამედროვე კვლევის მეთოდებს ბიოლოგიასა ( ეკოლოგიის და ანატომიის მიმართულებით) და ქიმიაში პედაგოგებმა PHYWE-ს ფირმის, ციფრული ლაბორატორიის COBRA- 4-ის საშუალებით ექსპერტებთან ერთად განიხილეს წყლისა და ნიადაგის ხარისხის ანალიზის პრაქტიკული სამუშაოები, რომლის ჩატარება შესაძლებელია არამარტო ლაბორატორიულ, არამედ საველე პირობებშიც. ასევე გამახვილდა ყურადღება და გაკეთდა დემონსტრირება ბიოლოგიის გაკვეთილებზე ციფრული ლაბორატორიის გამოყენების შესაძლებლობებზე.

სემინარს უძღვებოდნენ გერმანული კომპანია „PHYWE”-ს მთავარი სპეციალისტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ინგე ბერგერი და მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტის ფიზიკის დოცენტი ბატონი ალექსანდრე გუშინი.

04 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.