error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ტრეინინგ– სემინარი ფიზიკის პედაგოგებისთვის
ტრეინინგ– სემინარი ფიზიკის პედაგოგებისთვის
დღეს GG-ში სტუმრად მყოფმა გერმანულმა კომპანია PHYWE-ს მთავარმა ექსპერტ–სპეციალისტებმა, ბატონმა - ალექსანდრე გუშინმა და ქალბატონმა ინგე ბერგერმა, გიმნაზიის საყმაწვილო კვლევით ინსტიტუტში ჩაატარეს ტრეინინგი თემაზე „ციფრული აზომვები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრეინინგზე მოწვეულნი იყვნენ ზუგდიდის საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლები . დემონსტრირებულ იქნა ექსპერიმენტები მექანიკაში, დინამიკაში, ოპტიკაში, ელექტროობასა და მაგნიტიზმში. ამ ტრეინინგის მიზანია რაიონის ფიზიკის პედაგოგებს მიეცეთ საშუალება ნახონ თუ როგორ შეიძლება გიმნაზიაში არსებული რესურსების გამოყენებით ფიზიკის ექსპერიმენტული ნაწილის ეფექტურად სწავლა.
ხვალ დაგეგმილია ტრეინინგ– სემინარი ზუგდიდის რაიონის ქიმიისა და ბიოლიგიის მასწავლებლებისთვის გიმნაზიის ბაზაზე არსებული თანამედროვე სადემონსტრაციო ლაბორატორიული მოწყობილობების გამოყენებით.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Z2ld43gXM64



www.gg-school.gewww.gg-school.ge
03 აპრილი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.