3 აპრილს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში მეხუთე მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ სასწავლო კვლევითი გაკვეთილი PHYWE-ს ფირმის დიდაქტიკური მასალის გამოყენებით. გაკვეთილს უძღვებოდნენ გერმანული კომპანია“ფიუვეს“ მთავარი სპეციალისტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ინგე ბერგერი და მოსკოვის საავიაციო უნივერ სიტეტის ფიზიკის კათედრის დოცენტი ბატონი ალექსანდრე გუშინი.ექსპერიმენტებისას გამოყენებული იყო ციფრული ლაბორატორია COBRA-4 (PHYWE-ს ფირმის). სასწავლო აღჭურვილობების დახმარებით მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დაკვირვებოდნენ მოძრაობის ფორმებს, ექსპერტების მეტვალყურეობით განესაზღვრათ ნივთიერებათა მასები თეფშებიანი სასწორებით. ასევე დაედგინათ გარემომცველი სამყაროს სხვადასხვა პარამეტრები, კერძოდ ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, სინათლის ინტენსივობა და სიმაღლის ცვლილება. კვლევით გაკვეთილზე გამოვლენილ იქნა ფაქტორები, რომელთა ზემოქმედება გააუმჯობესებდა მიღებულ მაჩვენებლებს. მონაწილეებს ექსპერტებმა დაუროგეს საზომი აპარატები და მისცეს საშინაო დავალება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.