შეჯიბრება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. გამოვლინდნენ GG ტურნირის პრიზიორები. 7 შესაძლებლობიდან პირველი ადგილი- დიმიტრი ჩხეტია 6,5 ქულით;
მეორე ადგილი - რიმ ჩოი 6 ქულით; მესამე ადგილი- ელენე კუხალეიშვილი 4,5 ქულით.
გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ GG დიპლომებით.
ტურნირი მოეწყო ჭადრაკის მასწავლებლის ქალბატონ მადონა ბოკუჩავას ინიციატივით.
ჭადრაკი ჯიჯის სასწავლო გეგმის ნაწილია და მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოსწავლეთა ლოგიკურ-ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
