ეჭვგარეშეა, რომ გიმნაზია თავისი ბაზითა და ინოვაციური აღჭურვილობით წამყვან პოზიციაზეა არა მხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის, არამედ უფრო გლობალური მასშტაბითაც. თუმცა სკოლა საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევს და მსგავს გამოფენებზე რეგულარული სტუმრობით, მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია.
შტუტგარტის საერთაშორისო სკოლაში ვიზიტი კი ლოგიკური გაგრძელებაა იმ ნაბიჯებისა, რასაც გიმნაზია საერთაშორისო ხარისხის მისაღწევად და ამ სტატუსის მოსაპოვებლად თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად დგამს. აღნიშნული სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე პროგრამას ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამების კოორდინატორებთან შედგა ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგანაც GG -ის უკვე წამოწყებული აქვს IB- ში გაწევრიანების პროცესი. სკოლის დირექტორმა, აკადემიური მიმართულების დირექტორმა და პროგრამათა კოორდინატორებმა დაწვრილებით უპასუხეს არსებულ შეკითხვებს და მოხდა შეთანხმება შემდგომ თანამშრომლობასთნ დაკავშირებით.
GG მუდმივად განაგრძობს ზრუნვას ხარისხზე.
