error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"დიდაქტა-2014"
"დიდაქტა-2014"
ვიზიტის პროგრამის ფარგლებში ჯიჯის დირექტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ და მოადგილემ ქალბატონმა ნათია კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს განათლების საერთაშორისო გამოფენაში „დიდაქტა- 2014“. ვიზიტის პირველ და მესამე დღეს ისინი შეხვდნენ გამოფენაზე წარმოდგენილი წამყვანი კომპანიების LUCAS-NULLE. PHYWE. CONEN, VS და სხვათა ხელმძღვანელებს, გაეცნენ სფეროს სიახლებს, შეიძენეს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსები. მეორე დღე მთლიანად დაეთმო შტუტგარტის საერთაშორისო სკოლას. სტუმრები მიიღეს და მეგზურობა პირადად გაუწიეს სკოლის დირექტორმა ბატონმა ტიმოთი კელიმ და აკადემიურმა დირექტორმა რებეკა ჯოუნს ბურკმა, სასწავლო პროცესის გაცნობის შემდეგ დირექციის წევრების მონაწილეობით შედგა გულახდილი დიალოგი და აზრთა გაზიარება საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის დანერგვისა და მიმდინარეობის სფეციპიკურ საკითხებზე. ამ პროგრამის დანერგვას ჯიჯი შემოდგომიდან გეგმავს.
მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

29 მარტი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.