28 მარტს GG-ის შემეცნებით ცენტრში ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი იყო...
სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაღრმავებულად შესწავლა, კვლევისა, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.მოსწავლეებმა ვიდეო მასალებზე დაყრდნობით იმსჯელეს საქართველოს საზღრების ცვლილებებზე ბოლო ათასწლეულის მანძილზე. წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებულ ხბოს ტყავზე პედაგოგებთან ერთად შექმნილი საქართველოს რუკა. დაწვრილებით ისაუბრეს თითოეულ კუთხეზე.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.