ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით–კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, ახსნეს მოქმედებები, აღიერეს და განიხილეს შეცდომები. მოსწავლეებთან შეხვედრა მრავალფეროვანი დავალებებით და თამაშებით იყო დაგეგმილი. მოხდა განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებითა და ციტატებით. მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე შემდეგი სადამრიგებლო საათი ჩატარდება თემატიკით: ტრადიციები, წესები და კანონები
