26 მარტს „ჯიჯი“–ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?,..........
რომელშიც მონაწილეობდნენ ზუგდიდის წმიდა გიორგის გიმნაზიის და „ჯიჯი“–ის შინა სასკოლო ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდები: “გრაალი“ და “ ჯვაროსნები“.თამაში ფრედ დასრულდა და გუნდები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით.„ჯიჯი“–ის შემეცნებით ცენტრში ჩატარებული ინტელექტუალური შეხვედრის მიზანი იყო ორი გიმნაზიის ურთიერთთანამშრომლობა, მოლოდინებისა და სურვილების გაზიარება. თამაშის დასრულების შემდეგ „ ჯიჯი“–ის მოსწავლეებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს გიმნაზიის კლას–კაბინეტები,ლაბორატორიები,ივენთ–ჰოლის მშენებლობის პროცესი. ბოლოს „ჯიჯი“ კაფეში უმასპინძლეს,ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მომავალი საქმიანი და საინტერესო შეხვედრების იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.