ქართული ცეკვის კასტინგი ჯიჯიში
9 -14 წლის მოცეკვავე ბავშვებისათვის ცხადდება კონკურსი ჯიჯისთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მისაღებად. კასტინგის შედეგად შერჩეული ბავშვები თავისუფლდებიან გადასახადისაგან და უზრუნველყოფილი იქნებიან საცეკვაო კოსტიუმებით.
ჩარიცხვის მსურველთათვის კასტინგი ტარდება შაბათ-კვირას, 29-30 მარტს 15 საათიდან GG-ს შემოქმედებითი ცენტრის სარეპეტიციო დარბაზში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ანსამბლის ხელმძღვანელებს ქალბატონ სოფო შანავასა და ლევან ფიფიას (ტელეფონი 555 16 24 35; 593 35 11 61)