error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
gg-inovation
gg-inovation
სასწავლო გარემოს გავლენა სწავლის შედეგებზე. ნათქვამია, კარგი მასწავლებელი ნებისმიერ ადგილას ასწავლის, მონდომებული მოსწავლე კი ნებისმიერ გარემოში მოახერხებს ცოდნის მიღებასო.ამაში შესაძლოა მართლაც არის ჭესმარიტების მარცვალი. უბრალოდ საკითხი ასე დგას: ასწავლიან კი მასწავლებლები ისე კარგად, ან სწავლობენ თუ არა მოსწავლეები ისე წარმატებით, როგორც ამას უკეთეს სასწავლო გარემოში შეძლებდნენ. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ სასკოლო გარემო სასწავლო პროცესის აქტიური კონტრიბუტორია.

სასკოლო გარემო საზოგადოებისთვისაც გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია.სოციალოგიური გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლაში სწავლების ხარისხი და მოსწავლეთა მიღწევები, საზოგადოებაში ასოცირდება სკოლის შენობის ხარისხთან. მიმზიდველი სასკოლო შენობა სიამაყისა და ზოგადი განათლებისადმი კეთილგანწყობის წყაროა. მოსწავლეებს ის შთააგონებს კარგ ქცევას და ზრდის აკადემიურ მიღწევებს.

სკოლის შენობის აგება ძალიან განსხვავდება საოფისე ნაგებობის აშენებისგან. სკოლა არა მხოლოდ ფუნქციური ნაგებობა უნდა იყოს, არამედ მოსწავლეებს საკუთარი თავის დაფასება შთააგონოს.სკოლა ხომ მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის საზოგადოებას: ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოსწავლეებს.
სკოლის შენობამ მოსწავლეებს შეიძლება უთხრას:”შენ ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.ჩვენ გვსურს, რომ შენ თავს გრძნობდე დაცულად, კომფორტულად, ამაყად - ჩვენ გვჯერა შენი და შენი მომავლის.”

სწორედ ამ რწმენით, ღურწკაიას გიმნაზია-ჯჯ მუდმივად ზრუნავს სასწავლო გარემოს შემდგომ დახვეწაზე, რათა ამით კიდევ უფრო გაზარდოს მოსწავლეთა მიღწევებზე გარემოს დადებითი ზეგავლენის ხარისხი. კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი ამ მიმართულებით რამდენიმე დღის წინ გადაიდგა. სკოლის კიბის უჯრედებზე დატანილიქნა საინტერესო ფრაზები, ბრძნული გამონათქვამები ინგლისურ ენაზე. მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუდგნენ თითოეული ფრაზის თარგმნა/გაანალიზებას.

ჯჯ-ი კვლავ გეგმავს თავისი უკვე კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოს კიდევ უფრო გამდიდრებას მსგავსი ინოვაციური იდეებით.

www.gg-school.gewww.gg-school.ge
05 მარტი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.