GG - მ მორიგ საინტერესო პროექტს უმასპინძლა.
ჯჯ–ის მკითხველთა კლუბს ახალი სატელევიზიო პროგრამის პროდიუსერი, გადამღები ჯგუფი და საპატიო სტუმარი, ბატონი რატი ამაღლობელი ესტუმრნენ. აღნიშნული პროექტი წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გადაცემა გიმნაზიის კომფორტულ და შთამბეჭდავი ინტერიერის მქონე ბიბლიოთეკაში ჩაიწერა. ცნობილი პოეტი ბავშვებს მათ საყვარელ წიგნებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და გმირებზე ესაუბრა. საინტერესო დისკუსიის ბოლოს ბატონმა რატიმ აღფრთოვანება გამოთქვა ზუგდიდში ასეთი სკოლის არსებობასთან დაკავშირებით, წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა. პოეტს თანემგზავრებოდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხები. იხილეთ პროექტი "ჩემი წიგნი" საქართველოს მასშტაბით
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.