სკოლის პედკოლექტივმა და ადმინისტრაციამ სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრისას დეტალურად გააცნო თანამედროვე გიმნაზიის არსებობის პრეისტორია. ლევან შონიამ თითოეული კლას-კაბინეტი და გიმნაზიის ლაბორატორია დაათვალიერა. ბიზნესმენმა ჯიმშერ ღურწკაიამ სკოლის დირექტორს გიმნაზიის მშენებარე კორპუსიც დაათვალიერებინა, რომელიც ექსპლუატაციაში მარტის თვიდან შევა. ზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას მშენებარე, თანამედროვე სტანდარტების ივენთ ჰოლი და სასტუმრო დაათვალიერებინა.
“ეს სასტუმრო განკუთვნილი იქნება იმ უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებს ახალ ცოდნას შესძენენ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის საცხოვრებელი პირობებიც აქვე მოგვეწყო.”-აღნიშნავს ბიზნესმენი ჯიმშერ ღურწკაია.
უახლოეს მომავალში ზუგდიდელი ბიზნესმენი გიმნაზიის ბაზაზე პროფტექნიკური სასწავლებლის დაფუძნებასაც გეგმავს. სამომავლო გეგმები მან რეგიონის პირველ პირს გაუზიარა და იქვე აღნიშნა, რომ ეს სასიკეთო საქმე იქნება სამეგრელოსთვის.
რეგიონის გუბერნატორმა გიმნაზიის თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული დარბაზი დაათვალიერა და ამავე დარბაზში თავადაც სცადა კალათბურთის ბადეში ბურთის მოთავსება.
გიმნაზიის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დასასრულს ბიზნესმენმა ჯიმშერ ღურწკაიამ სამეგრელოს გუბერნატორი გიმნაზიის სიმბოლიკით, სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ის გიმნაზიაში მოსულ საპატიო სტუმართაგან მეორე პირია, რომელიც გიმნაზიამ საკუთარი სიმბოლიკით დააჯილდოვა.
GG-გიმნაზია უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის ჯიმშერ ღურწკაიას პატრონაჟით და ინვესტიციით აშენდა. GG-ს სკოლა-გიმნაზია ზუგდიდის ნომერ მეშვიდე საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს. ზუგდიდის სკოლა-გიმნაზიის გარეთა, წინა ფასადი წიგნებით სავსე თაროს ჰგავს. მსგავსი შენობა აშშ-ის მისურის შტატში, არკანზასში დგას და მასში ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული.
