error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ზამთრის სკოლა დამთავრდა
ზამთრის სკოლა დამთავრდა
პროექტი ,,ზამთრის სკოლა’’ - ანგარიში

ნათია გვილია

... და აი, დამთავრდა ჩვენი გიმნაზიისთვის პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრი...

ჩაიარა სასიამოვნოდ დატვირთულმა საახალწლო , საშობაო დღეებმა. უკან დარჩა არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება.

დაიწყო არდადეგები. - დასვენების დროა?! როგორ გეკადრებათ! - შინ გავუშვათ ბავშვები?! - როგორ გეკადრებათ!

,,GG’’-ში მოსწავლეთა ჟრიამული დღემდე არ წყდება. გაინტერესებთ რატომ? - აქ ბავშვები პროექტში არიან ჩართულები. ამ პროექტს ,,ზამთრის სკოლა’’ ჰქვია.

ჩვენთან მეცადინეობები დღემდე არ შეწყვეტილა, განსხვავებული ფორმატით გაკვეთილები დღემდე ტარდება.

ალბათ გაგიელვათ ფიქრმა - თუ მეცადინეობენ რაღა არდადეგები გამოვიდაო?! ხომ უნდა დაისვენონ ბავშვებმაო? რა ხდება სკოლაში არდადეგებზეო? - იკითხავს მავანი.

ჩვენი პროექტის შინაარსში თუ ჩაიხედავთ დარწმუნდებით, რომ ეს ფიქრები და კითხვები სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ,,ზამთრის სკოლაში’’ მოსწავლეები სწავლობენ კიდეც და ისვენებენ კიდეც.

და მერე როგორ შინაარსიანად ისვენებენ!.. ყოველ დღე დილაუთენია პატარებს ,,ზამთრის სკოლაში’’ მოუხარიათ. სწავლობენ, ხალისობენ, ერთობიან - და აი , მიზანიც და შედეგიც.

ჩვენი პროექტის ჩანაფიქრიც ხომ ეს გახლდათ - გამორჩეულად სასიამოვნო ყოფილიყო ჯიჯიელებისთვის
პირველი სასკოლო არდადეგები.

გნადლობთ, პატარებო, მთელი ეს დრო ჩვენთან რომ იყავით! სიხარულითა და სიყვარულით რომ გვავსებდით.


თენგიზ ჩაკაბერია

ზამთრის სკოლის მათემატიკის კურსის ხანგრძლივობა შეადგენდა 28 საათს. კურსს უძღვებოდნენ მასწავლებლები ანატოლ წყაროზია, თენგიზ ჩაკაბერია და მაკა აკობია. კურსის ფარგლებში გიმნაზიელი და სხვა სკოლების მოხალისე ბავშვები გაეცვნენ ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხს. კერძოდ, ცხრილების, სქემებისა და ნახაზების გამოყენებას, „უკუსვლით“ ამოცანების ამოხსნის მეთოდს და მათი დახმარებით ამოხსნეს საინტერესო და სახალისო ლოგიკური და მათემატიკური ამოცანები. ამ არასტანდარტულ ამოცანებზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას.


www.gg-school.gewww.gg-school.gewww.gg-school.gewww.gg-school.gewww.gg-school.gewww.gg-school.gewww.gg-school.ge




21 JANUARY, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.