error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჩინეთი-საქართველო
ჩინეთი-საქართველო
შანხაიში ერთკვირიანი სტუმრობის შემდეგ, გუშინ GG–ის დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა. ვიზიტი ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოდგა. დელეგაციის წევრები სამუშაო გამოცდილების გაზიარებისა და მსოფლიოში არსებული საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გასაცნობად შანხაის YCIS-ისა და ამერიკულ (SAS) სკოლებს ესტუმრნენ. ეს სკოლები ვიზიტისთვის მათ მიერ მსოფლიო მასშტაბით ნაჩვენები საუკეთესო შედეგების გამო შეირჩა, რადგანაც GG-ის მიზანიც ისეთი განათლების მიცემაა საკუთარი მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ გლობალურ მოქალაქეებად აქცევს. დელეგაციის წევრები შეხვდნენ აღნიშნული სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს. ასევე დაათვალიერეს ამ სკოლების მატერიალურ– ტექნიკური ბაზა და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ GG-ში საუკეთესო პირობებია შექმნილი უმაღლესი შედეგების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ეს GG-ის იმ უნიკალურ, უახლეს ლაბორატორიებს ეხება, რომლის მსგავსიც მსოფლიო რეიტინგში მაღალ ადგილებზე დამკვიდრებულ ამ სკოლებს არ გააჩნიათ.
დელეგაციის წევრებმა შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმიც დაათვალიერეს. იქ არსებულმა მრავალფეროვანმა განყოფილებებმა მნახველებზე უდიდესი შტაბეჭდილება მოახდინა და ასევე გარკვეული იდეები შთააგონა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად ვასწავლოთ ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნები.
სამშობლოში დაბრუნებული GG –ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები მიღებული საუკეთესო გამოცდილების დანერგვას GG-ის სამომავლო პრაქტიკაში გეგმავენ. Smile


იხილეთ ფოტოგალერეა - Shanghai/2014

18 JANUARY, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.