გუშინ GG-ს დელეგაცია შანხაიში არსებულ YCIS -ს საერთაშორისო სკოლას ესტუმრა.
სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორის - Demien Hehir-ისმეთაურობოთ, დელეგაციას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მოხდა როგორც სკოლამდელი, ასევე სრული სასკოლო განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს YCIS-ს საბავშვო ბაღი, დაწყებითი და საშუალო საფეხურის კლასები. გაეცნენ ბავშვთა კვების, დამატებითი განათლების, სპორტული განვითარებისა და სხვა პროგრამებს. დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება დამატებითი განათლების პროექტებზე გაამახვილეს. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. დღეს GG-ს დელეგაცია შანხაის ამერიკული სკოლის გასაცნობად მიემგზავრება. იხილეთ Shanghai/2014 ფოტოგალერეაში
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.