error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG- შანხაიში
GG- შანხაიში
11 იანვარს, GG-ის დელეგაცია დირექტორის, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას ხელმძღვანელობით ესტუმრა ჩინეთის ქალაქ  შანხაის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიერების პროგრამის ფარგლებში. დელეგაციას დახვდნენ მესაკუთრე, ბატონი ჯიმშერ ღურწკაია და GG-ის მმართველი კომპანიის -  „რეზონანსი - საქართველოს“ წარმომადგენელი აზიის ქვეყნებში, ბატონი ლევან ღურწკაია.
გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა დელეგაციის სრული შემადგენლობით, რომელზეც კიდევ ერთხელ დაზუსტდა და შეთანხმდა ვიზიტის მიზანი და გეგმა.
ორშაბათს, 13 იანვარს იგეგმება პირველი შეხვედრები შანხაის, ასწლოვანი ისტორიის მქონე ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში, რომელშიც სწავლობს 3400-ზე მეტი მოსწავლე,  40-ზე მეტი ქვეყნიდან.
აგრეთვე, ვიზიტის პროგრამით დაგეგმილია შანხაის სინგსპურული, ჩინური, ჰანკონგური სკოლების, სკოლამდელი და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების დასწრება.
აღნიშნული პროგრამით ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, შანხაის შერჩევა განაპირობა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების საერთაშორისო კვლევებში შანხაის მოსწავლეთა მიერ ნაჩვებენმა უმაღლესმა რეიტინგმა.
დელეგაცია სამშობლოში 17 იანვარს დაბრუნდება.

აგრეთვე, იქმნება ახალი დელეგაცია ევროპული სისტემის შესწავლის გაგრძელების იგივე მიზნით (გამოფენა "დიდაქტა", შტუდგარტი - 25-29 მარტი).


12 JANUARY, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.